2008 წლის აგვისტოში რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, ლეიტენანტ დავით ავალიანის ოჯახს თბილისში საცხოვრებელი ბინა გადაეცა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შსს-დან აცნობეს, ავალიანის ოჯახს ბინა ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებმა გადასცეს.
შეგახსენებთ, რომ საცხოვრებელი ბინები აგვისტოს ომში დაღუპული რამდენიმე ათეული გმირის ოჯახებს უკვე გადაცემული აქვთ.