საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ცინხაის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო მწუხარებას გამოთქვამს.
აღნიშნულთან დაკავშირებით საგარეო უწყება სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
"ჩინეთისთვის ამ მძიმე დროს ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა გამოხატავს გულითად თანადგომასა და სამძიმარს მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლების მიმართ", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 14 აპრილს, ცინხაის პროვინციაში მიწისძვრა მოხდა, რასაც 600-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.