კოალიცია ,,ქართულ ოცნებაში" დაპირისპირებაა. ამის მიზეზი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის მიერ პრეზიდენტთან გამართული კონსულტაციაა რომელიც უზენაესი სამართლოს თავმჯდომარის შერჩევის კრიტერიუმებს ეხება.
აღნიშნულ საკითხზე დღეს ფრაქცია "ქართული ოცნების" სხდომა გაიმართება.
სხდომა პარტიის ცენტრალურ ოფისში 15:00 საათზეა დაგეგმილი.
დეპუტატი ელისო ჩაფიძე უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის, გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 19 დეპუტატის განცხადება არ არის რომელიმე ადამიანის წინააღმდეგ მიმართული.
"დარწმუნებული ვარ, აღნიშნული ინციდენტი აღმოიფხვრება თუმცა ის რომ დეპუტატები ვითხოვთ მეტ ინფორმირებულობას ამაში გასაოცარი არაფერი არ არის. მაგრამ ეს არ არის არავითარ შემთხვევაში მიმართული ბატონი დავით საგანელიძის წინააღმდეგ რომელიც გახლავთ უმრავლესობის ლიდერი", _აცხადებს ჩაფიძე.
დეპუტატი ასევე მიზანშეუწონლად მიიჩნევს ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარის გია ვოლსკის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის დაყენებას. როგორც ჩაფიძე განმარტავს იგი თავის უფლებამოსილებას ჯეროვნად ასრულებს.
მასალის გამოყენების პირობები