გრანდიოზული კონცერტი ქართველი და მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით, - პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საღამოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრო.
კონცერტს მსოფლიო კინოს ლეგენდა, ფრანგი მსახიობი ალენ დელონი და ახალგაზრდა ქართველი პიანისტი დათუნა ალადაშვილი უძღვებოდნენ.
მსოფლიო ბანს 60 წლის იუბილე ქართველმა და უცხოელმა პრიმადონებმა მიულოცეს. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს 13 ვარსკვლავი ესტუმრა.
სპეციალურად ამ დღისთვის გაერთიანდა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრისა და ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი. კონცერტში ასევე მონაწილეობა მიიღო მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა მევიოლინემ, ლიანა ისაკაძემ.
მასალის გამოყენების პირობები