დღეიდან, საქართველოში ბოიმეტრიული პასპორტით სარგებლობის პრაქტიკა დაინერგა. აღნიშნული ტექნოლოგია პრაქტიკულად გამორიცხავს ოფიციალური დოკუმენტის გაყალბების შესაძლებლობას.
ქართულ ბიომეტრიულ პასპორტს ჩვეულებრივი პასპორტისგან განსხვავებით დამატებული აქვს ჩიპი, რომელიც პიროვნების ელექტრონული ფოტოსურათისა და თითის ანაბეჭდების შესახებ ინფორმაციას მოიცავს.
ბიომეტრიული პასპორტები 10 წლის ვადით გაიცემა და მისი ღირებულება 100 ლარი იქნება.
შესაბამისი უწყების წარმომადგენლების განმარტებით, ბიომეტრიული პასპორტი საქართველოს მოქალაქეს ევროკავშირის ქვეყნებში გადაადგილებას გაუადვილებს.