გამომცემლობა „ინტელექტი" გამოსაცემად ამზადებს მწერლისა და პუბლიცისტის ზურა ოდილავაძის ორ წიგნს - „იძებნება ავსტრალია, იწვის ამერიკა!" და „ქართული ფარისევლობის ძირძველი ინსტიტუტის ისტორიისათვის".
როგორც გამომცემლობაში აცხადებენ , ზურან ოდილავაძის პუბლიცისტური წერილების წიგნში - „იძებნება ავსტრალია, იწვის ამერიკა!" -საქართველოს უახლესი ისტორიის რეტროსპექტივაა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ჭრილში დანახული. ხედვის სიმძაფრის საბჭოური იმპერიალისტური მანკიერების წარმოჩენა და შეხსენება განაპირობებს, რომლებიც სამწუხაროდ, დღემდე მოქმედებს ჩვენს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ბედზე.
რაც შეეხება მეორე წიგნს, „ქართული ფარისევლობის ძირძველი ინსტიტუტის ისტორიისათვის", თავად ავტორის განცხადებით, მასში შესული ესეები და პუბლიცისტური წერილები მიზნად ისახავს წარმოჩინოს ის მანკიერებები, რომლებიც საბჭოთა სისტემისგან მივიღეთ მემკვიდრეობით და რომლებიც ხშირ შემთხვევაში საზოგადოების ბუნებრივი პროგრესის მთავარ წინაღობად იქცევა ხოლმე
„კრებულში თავმოყრილი შესული ესეები და პუბლიცისტური წერილები არის ავტორის პიუთვნელი მცდელობა ღმად ჩაწვდეს და ფსიქოლოგიურ-სოციალურ პლანში გაიაზროს საზოგადოების სულიერ-ეთიკური სინამდვილე", - აცხადებენ გამომცემლობა ინტელექტში.
ორივე კრებულში შესული ცალკეული ნაშრომები პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ "პრემიერში.
გამომცემლობა წიგნებს მკითხველს უახლოეს დღეებში წარუდგენს.