დღეს, 15 აპრილს, ქსნის კოლონიის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გაიმართება.
როგორც გარემოს დაცისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში აცხადებენ, გამწვანების აქციაში _ "დარგე ხე - გაამწვანე შენი გარემო", მსჯავრდებულებთან ერთად გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმხელიძეც მიიღებენ მონაწილეობას.
ქსნის კოლონიის მიმდებარე ტერიტორიაზე 100-მდე წიწვოვანი და ფოთლოვანი ჯიშის ნერგი დაირგვება. ნერგების მოვლა-პატრონობაზე მსჯავრდებულები იზრუნებენ.
აქციის ფარგლებში დედაქალაქსა და საქართველოს რეგიონებში 300 ათასზე მეტი ნერგი უკვე დაირგო.
პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, თითოეულმა ადამიანმა წელიწადში 12 ნერგი უნდა დარგოს.