13-15 მაისს, თბილისში დაგეგმილ ევრობანკის ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნესფორუმთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 10 თებერვალს, 12:00 საათზე, საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის გააფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
მემორანდუმს ხელს მოაწერენ ფინანსთა მინისტრი, ევრობანკში საქართველოს მმართველი ნოდარ ხადური და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის გენერალური მდივანი ენცო კუატროჩიოჩე.
მისამართი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, მე-6 სართული
გორგასლის #16