დღეს პარლამენტში დაზვერვის სამსახურის, საზღვრის დაცვის დეპარტამენტისა და კონტრტერორისტული უწყებების ხელმძღვანელებს ელოდებიან. ისინი ნდობის ჯგუფის სხდომაზე არიან დაბარებულნი.
ჯგუფის წევრები მათგან პანკისის ხეობაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მოისმენენ ინფორმაციას.
ნდობის ჯგუფის საგანგებო სხდომის გამართვის ინიციატივა "ქრისტიან-დმეოკრატებს" ეკუთვნით.
მათი თქმით, ბოლო დროს რუსეთის მხრიდან გახშირებული განცხადებები პანკისის ხეობაში ტერორისტული დაჯგუფებების არსებობის შესახებ, შესაძლოა მოსკოვმა საქართველოს წინააღმდეგ მორიგი აგრესიის დასაწყებად გამოიყენოს. ამ კონტექსტში, დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ნდობის ჯგუფს უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია, თუ რა კეთდება საქარველოს მხრიდან მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად.