გალის რაიონში ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სოფელ მეორე ოტობაიას მკვიდრები გელა და ნუკრი კორკელიები დააკავეს.
აფხაზი სამართალდამცავები მათ 12 იანვარს მოკლული ქართველების ჯათუ აქუბარდიას, ლევან ხარგელიას და ნუკრი ხურცილავას თანამზრახველობას სდებენ ბრალად.
როგორც ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამნისტროს ხელმძღვანელი რაულ ლოლუა იუწყება, მათი ადგილსამყოფელის შესახებ ოპერატიული ინფორმაცია მიიღეს, რის შემდეგაც აფხაზური მილიციის წარმომადგენლებმა ისინი მითითებულ ადგილზე დააკავეს.
ლოლუას თქმით, გელა და ნუკრი კორკელიებმა აღიარეს, რომ ისინი მართლაც ეხმარებოდნენ ბანდიტური დაჯგუფების წარმომადგენლებს ,,საზღვრის გადაკვეთაში," იარაღითა და საბრძოლო მასალით მომარაგებაში, რომელსაც მერე სხვადსხვა სამალავში მალავდნენ.
დაკავებულებმა ის ადგილიც გაამხილეს, სადაც ლიკვიდირებული ქართველები იარაღს მალავდნენ და ტანსაცმელს იცვლიდნენ.
როგორც უკუპირებული აფხაზეთის პირველი მილიციელი იუწყება, ადგილის დათვალიერებისას დაღუპულების ნივთები აღმოაჩინეს, დაკავბულების სახლების ჩხრეკისას კი ყუმბარები, არარეგისტრირებული და გადაჭრილი სანადირო თოფები ამოიღეს.
შეგახსენებთ, რომ 12 იანვარს გალის რაიონის სოფელ რეფში ჩატარებული ე. წ. სპეცოპერაციისას, ორმხრივი სროლების შედეგად დაიღუპა სამი ქართველი ბოროტმოქმედი, ერთი რუსი ჯარისკაცი და აფხაზეთის ერთი მოქალაქე, სომეხი ეროვნების სპეცრაზმელი, ედუარდ ნერსესიანი.