ამ წუთებში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მიმდინარეობს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის სხდომა, რომელზეც მსჯელობენ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების ავარიული შენობების რეაბილიტაციის შესახებ.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, ინფრასტრუქტურული სახის საჭიროებების განმხილველი სამუშაო ჯგუფი 2014 წლის 21 ნოემბერს შეიქმნა. ჯგუფის თავმჯდომარეა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე. უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი დაკომპლექტებულია რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებისა და თბილისის მერიის წარმომადგენლებისგან.