აფხაზეთიდან დევნილი 44 ოჯახი 1 თვეში საკუთრებას მიიღებს. თბილისში, სამგორის რაოინში, შუამთის #8-ში ყოფილი მეტორპოლიტენის საერთო საცხოვრებელში მცხოვრებმა დევნილებმა აღნიშნული ინფორმაცია თავად კობა სუბელიანისგან მოისმინეს. მათი მთავარი მოთხოვნა სწორედ ფართების საკუთრებაში გადაცემა იყო.
პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, აღნიშნული ობიექტის დაკანონონების პროცესი დაწყებულია და მაქსიმუმ 1 თვეში დასრულდება. ასევე, 8 სართულიანი შენობა მთლიანად გადაიხურა, შეიცვალა ელექტროგაყვანილობა და კეთდება ელექტროენერგიის ინდივიდუალური გამრიცხველიანება.
D
დევნილებმა მინისტრთან საუბრისას აღნიშნეს, რომ მათი ერთადერთი მოთხოვნა ბინების დაკანონება იყო, რაც ახლა მიმდინარეობს.
დარეჯან პირველი, აფხაზეთიდან დევნილი: "ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო, ფართები აქ მაცხოვრებლებისთვის დაეკანონებინათ. ეს განხორციელდა და მადლობლები ვართ. გარდა ამისა, ძველი მრიცხველები ახლით შეგვიცვალეს, სახურავის გაგვიკეთეს დაD უყურადღებობას ნამდვილად არ ვუჩივით. ვგრძნობთ, რომ ჩვენ პატრონი გამოგვიჩნდა."
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა დევნილებთან საუბრისას განაცხადა, შესაძლებელობის მიხედვით, დევნილებისთვის ყველაფერი გაკეთდება: "პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, ეს ობიექტები დევნილებს უკანონდებათ. ის მათი საკუთრება იქნება. თავად ხედავთ, რა კარგი ობიექტია. გამრიცხველიანებაც მოწესრიგდა, რომ ელექტროენერგიის გადახდაზე პრობლემები არ შეექმნათ. Pპარალელურად, გაზიფიცირებაზეც ვიმუშავებთ."