რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ელემენტები მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე განთავსდება. შესაბამისი განცხადება "რუსთავი 2"'-თან ინტერვიუში საქართველოში აშშ-ს ელჩმა ჯონ ბასმა გააკეთა.
"რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა ნატოს პროექტია, თუმცა აშშ მასში ყველაზე აქტიურადაა ჩართული. ამ სისტემის ელემენტების განთავსება არ განიხილება იმ სახელმწიფოების ტერიტორიებზე, რომლებიც ალიანსის წევრები არ არიან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი ქვეყნები ამ პროექტით ვერ ისარგებლებენ", - განაცხადა ბასმა.
შეგახსენებთ, რომ იგივე სახის განცხადება რამდენიმე დღEის წინ თბილისში ვიზიტად მყოფმა აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილებ ალექსანდრ ვერშბოუმაც გააკეთა. უფრო ადრე კი ამ საკითხთან დაკავშირებით ანალოგოური პოზიცია აშშ-ს სახელმწიფო მდივნანმა ჰილარი კლინტნმა მოსკოვში ვიზიტისას გაახმოვანა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, რომელმაც ჯონ ტეფტი შეცვალა, მოვალეობის შესრულებას ორი კვირის წინ შეუდგა.