ეგვიპტის პოლიციამ ტერაქტების მცდელობა აღკვეთა. ქაიროს აეროპორტში სამართალდამცავებმა ორი თვითნაკეთი ბომბი აღმოაჩინეს. ერთ-ერთ მათგანში მათ ფურცელი იპოვნეს, წარწერით, "გველოდეთ მაისში." მაისში ეგვიპტეში საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენციის გამართვა იგეგმება. როგორც ჩანს, წერილი ბომბში ტერორისტებმა იმ შემთხვევისთვის ჩადეს, თუ ასაფეთქებელ მოწყობილობებს პოლიცია აღმოაჩენდა. ვრცელდება ინფორმაცია ქაიროს ცენტრში მომხდარი აფეთქების შესახებაც, რასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია.