რამზან კადიროვი ჩეჩნეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, კიევის მხარეს არ იომონ. საგანგებო განცხადება ჩეჩნეთის ლიდერმა სოციალური ქსელებით გაავრცელა. "ვინც დონბასში უკრაინელების მხარდამხარ იბრძვით, დროულად შეჩერდით, თორემ თქვენც არ დაგინდობენ,"-წერს კადიროვი. მისივე თქმით, დებალცევოში ცნობილი საველე მეთაურის, ისა მუნაევის მკვლელობაში სწორედ უკრაინის უშიშროების სამსახურისა და ამერიკული დაზვერვის ხელი ურევია. იჩქერიელი გენერალი ჯოხარ დუდაევის სახელობის ბატალიონს მეთაურობდა და დონბასში ამბოხებულთა წინააღმდეგ იბრძოდა.
მასალის გამოყენების პირობები