ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი დღეს ვარკეთილში ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე მინისტრი დევნილების პრობლემებს გაეცნო.
მისი თქმით, პრეზიდენტის პროგრამის ფარგლებში 44 იძულებით გადაადგილებულ პირს საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა, ასევე დევნილების კომპაქტურ ჩასახლებაში გამოიცვალა სახურავები და მოხდა ინდივიდუალური გამრიცხველიანება.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის პროგრამის ფარგლებში დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის პროცედურა ეტაპობრივად ხორციელდება.