6 თებერვალს, 18:00 საათზე, გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში მხატვრის ანა ნიკოლაძის (1907-1989) ნამუშევრების პირველი გამოფენა გაიმართება.
გამოფენაზე ასევე გაიმართება სამახსოვრო ალბომისა "ორი ანა" პრეზენტაცია. ალბომში ანა კალანდაძის კალიგრაფიული ხელწერით შესრულებული ლექსების რვეული და ანა ნიკოლაძის ფერწერული ნამუშევრებია წარმოდგენილი.
სამახსოვრო ალბომი „ორი ანა" გამოსცა ლიტერატურის მუზეუმმა.
გამოფენა გაგრძელდება 14 თებერვლის ჩათვლით.