დღეს, 2 თებერვალს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის „სარდაფში" დრამატურგი, რეჟისორი, მსახიობი და მუსიკოსი ევგენი გრიშკოვეცი მონოსპექტაკლს „გულის ჩურჩული" წარმოადგენს.
"მას არ სურს ტელევიზიაში მუშაობა და არ ხარჯავს ბიუჯეტის თანხებს. მას დიდი ტირაჟით გამოსცემენ და იგი ფიქრობს, რომ მხოლოდ უვიცი გრაფომანები წერენ წიგნებს, რომლებიც შემდგომ არ იბეჭდება. მუშაობა ურჩევნია ახალგაზრდებთან, რომლებიც "საბჭოეთს" და მის სამუშაოსთან მიდგომის სტილს არ გაურყვნია. მას აქვს მოქალაქეობრივი პოზიცია, მაგრამ პოლიტიკისაგან შორს არის. არ უყვარს ინტერნეტი და თვლის, რომ დღეს ქვეყანა გარყვნილებამ წაბილწა. თავის თავზე კი უბრალოდ ამბობს: „ - მე თანამედროვე მწერალი ვარ. უბრალოდ, მე დღეს ერთადერთი სოცრეალისტი მწერალი ვარ".
მასალის გამოყენების პირობები