საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი და მწერალთა სახლი 2 თებერვალს 16 საათზე მაჩაბლის ქ.#13 აწყობს გერმანულენოვანი წიგნის „ქართული მწერლობის ანთოლოგია" პრეზენტაციას.
წიგნი ითარგმნა გერმანელი მთარგმნელი ცნობილი ქართველოლოგის ჰაინც ფენრიხის მიერ. მასში თავმოყრილია ანა კალანდაძის, ლადო ასათიანის, ბესიკ ხარანაულის, მაყვალა გონაშვილის, ჯანსუღ ჩარკვიანისა და სხვათა პოეზია. ასევე გოდერძი ჩოხელის, ოთარ ჭილაძის, რევაზ მიშველასძის, დათო ტურაშვილისა და სხვათა პროზა. სულ 30 ავტორი.
მასალის გამოყენების პირობები