ხვალ, 2 თებერვალს აგრარულ საკითხთა კომიტეტი, 16.00 საათზე ატარებს სამუშაო შეხვედრას თემაზე-„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის დაუმუშავებლობასთან დაკავშირებული პრობლემები". 
შეხვედრას დაესწრებიან სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლები, მეცნიერები, ექსპერტები და ფერმერები.
კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გარკვეული ნაწილი რჩება დაუმუშავებელი. 
მიწის მესაკუთრეებს მიწის დაუმუშავებლობასთან დაკავშირებით არანაირი ვალდებულება არ გააჩნიათ.
შეხვედრა მიეძღვნება სახელმწიფოს მიერ ამ საკითხის რეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხებს.