დებალცევოში შეტაკებები გრძელდება.უკრაინული ნაწილები და ამბოხებულები ერთმანეთს მძიმე არტილერიითა და ტანკებით ბომბავენ. ჯერ კიდევ ორი დღის წინ დონეცკელ სეპარატისტთა ლიდერი ალექსანდრ ზახარჩენკო აცხადებდა, რომ ამბოხებულებმა ქალაქზე კონტროლის დამყარება შეძლეს, რაც საბოლოოდ არ დადასტურდა.
სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის მეზობელ უგლეგორსკშიც. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებებს 7 მშვიდობიანი მცხოვრები ემსხვერპლა.