30 იანვარს ქ. ვენაში მდებარე „Galeria am Rattan hof" -ში წარმოდგენილი იქნება ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეის ორმოცდაათამდე ნამუშევარი. გამოფენის ორგანიზატორია ბავშვთა სურათების გალერეის თანამშრომელი ქნინო ოქროპირიძე.
ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა 1968 წელს ცნობილი ქართველი მხატვრებისა და საზოგადო მოღვაწეების ინიციატივით დაარსდა და წლების განმავლობაში მოზარდების ესთეტიკურ აღზრდაზე, მათი მხატვრული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და ნიჭიერი ბავშვების გამოვლენაზე ზრუნავს.
გალერეა დავით აღმაშენებელის გამზირზეა განთავსებული. შენობის კომფორტულ გარემოში, საგამოფენო სივრცეებსა და სამუშაო ოთახებში 4-დან 13 წლამდე ბავშვები ხატავს, ძერწვას, ფოტოგრაფიასა და ხელოვნების ისტორიას სწავლობენ. გალერეაში დაინერგა ინკლუზიური სწავლების მეთოდი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის, რომელთაც მოწვეული სპეციალისტები არტ-თერაპიის გაკვეთილებს უტარებენ.