ავსტრალიის ღია პირველობა სიურპრიზების გარეშე სრულდება. როგორც მოსალოდნელი იყო, ფინალში ერთმანეთს მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ამერიკელი სერენა უილიამსი და მსოფლიოს მეორე ჩოგანი, რუსი მარია შარაპოვა დაუპირისპირდებიან. ასპარეზობის ნახევარფინალში უილიამსმა საკუთარი თანამემამულე, 19 წლის მედისონ კისი დაამარცხა, შარაპოვამ კი ეკატერინა მაკაროვას სძლია. ფინალური შეხვედრა 31 იანვარს გაიმართება. მეტოქეები სულ ერთმანეთს 18-ჯერ არიან შეხვედრილნი. 16 შეხვედრა უილიამსის გამარჯვებით დასრულდა, ორჯერ კი შარაპოვამ გაიმარჯვა. ტურნირის საპრიზო ფონდი 15 მილიონ დოლარს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები