"მეორე მსოფლიო ომზე ჩვენ სიმართლე უნდა მოვყვეთ, რადგანაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები პოლიტიკური ამბიციების გამო აბსურდამდე მივიდნენ,"-ასე ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტი დასავლეთში გაჟღერებულ განცხადებებს იმის შესახებ, რომ ოსვენცემის ბანაკი უკრაინელმა მებრძოლებმა გაათავისუფლეს.
"თქვენ კარგად იცით, თუ რაოდენ აბსურდულ და სამარცხვინო განცხადებებს აკეთებენ დღეს ჩვენი ოპონენტები. იმისათვის, რომ რუსეთის როლი დააკნინონ, ისინი ისტორიას ცვლიან. ჩვენ მათ ანგლობას, ტყუილებს და ისტორიული ფაქტების გაყალბების მცდელობას წინ უნდა აღვუდგეთ,"-აღნიშნა პუტინმა.