"ლოს ანჟელეს ლეიკერსის" ლიდერი კობი ბრაიანტი 9 თვე ვეღარ ითამაშებს. ამის მიზეზი 22 იანვარს "ნიუ იორკ პელიკანსთან" შეხვედრაში მიღებული ტრავმა გახდა. ბრაიანტმა მხრის მყესი სერიოზულად დაიზიანა, რის გამოც მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ოპერაცია 2 საათს გაგრძელდა. ამჟამად ბრაიანტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა რეაბილიტაციისთვის მას მინიმუმ 9 თვე დასჭირდება.
მასალის გამოყენების პირობები