საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუთი გაოცებულია. როგორც მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა ივანიშვილს მოსწონს ყველაფერი რაც საქართველოსი ხდება.
"ბიძინა ივანიშვილს ფაქტობრივად მოსწონს ყველაფერი, რაც ხდება საქართველოში ლარის კურსის ვარდნის ჩათვლით და შესაბამისად, მე გამიჩნდა განცდა, რომ იგი არაფრის შეცვლას არ აპირებს. ბიძინა ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მას აქვს ჭარბი ავტორიტეტი და ამითი აიხსნება ის გავლენა, რომელსაც იგი ახდენს მთავრობის მუშაობაზე. ეს არის იმის აღიარება, რომ მისი კარნახით მოქმედებს პრემიერ-მინისტრი და შესაბმისად მთავრობაც", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.