დღეს, 14 აპრილს, 11:00 საათზე, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში ენათმეცნიერების ინსტიტუტის ვებგვერდის ("ქართული ენა") პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც ლალი ეზუგბაია წარადგენს.
ახალი ვებგვერდი ფართო საზოგადოებას ქართული ენის შესახებ მიაწვდის აკადემიურ ინფორმაციას, ქართული ენის სტანდარტიზაციას ხელს შეუწყობს,
მომხმარებელს მიაწოდებს პრაქტიკულ ენობრივ რეკომენდაციებს, შესთავაზებს სასწავლო კურსებსა და ლექსიკონებს.
ვებგვერდს ექნება ფორუმი, სადაც ქართული ენის უფლებების, საკანონმდებლო ბაზისის, ენობრივი სიწმინდის დაცვისა და სხვა საინტერესო, აქტუალურ საკითხებზე დისკურსი გაიმართება. ასევე, უკუკავშირის საშუალებით მომხმარებლის შეკითხვებს პასუხს გასცემენ სპეციალისტები.
14 აპრილსვე დაგეგმილია მანანა ბუკიას ნაქარგობის - ხატების გამოფენა "აღდგომიდან აღდგომამდე", რომელიც 4 აპრილს - აღდგომის დღესასწაულს და 14 აპრილს - ქართული ენის დღეს სიმბოლურად აკავშირებს.