მოსკოვი იაპონელებს ურჩევს, ისტორია უკეთ შეისწავლონ. საგანგებო განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა. ლავროვის უწყება იაპონიის პირველი დიპლომატის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც უკრაინაში შექმნილი ვითარება კურილიის კუნძულებთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციას შეადარა. ფუმიო კისიდიმ ღიად განაცხადა, რომ უკრაინისა და კურილიის კუნძულების შემთხვევაშიც რუსეთმა სტატუს-ქვო ძალის გამოყენებით შეცვალა.