14 აპრილს, 12:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლებს. ენის დღე თსუ-ში გამოფენით გაიხსნება, რომელზედაც წარმოდგენილი იქნება 1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული სხდომის ოქმი.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: "ქართული სალიტერატურო ენის ისტორია და დღევანდელობა, აქტუალური პრობლემები".
დედა ენის დღეს ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულებიც გამოვლინდებიან. დედა ენის შესახებ საუკეთესო ლექსისა და მოთხრობის ავტორის გამოსავლენი კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მარტის ბოლოს გამოცხადდა.