მოსკოვი უკრაინის უმაღლესი რადას გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლოს უწოდებს. საგანგებო განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა. საუბარია უკრაინის პარლამენტის მიერ მიღებულ ერთობლივ განცხადებაზე, რომლითაც რუსეთი აგრესორ ქვეყნად გამოცხადდა. "ეს რა თქმა უნდა, დაუფიქრებელი და უპასუხისმგებლო განცხადებაა, რომლითაც უკრაინულმა მხარეკ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კომპრომისების გზით სიარული არ სურს, რაც ქვეყანას დღეს ძალიან სჭირდება,"-ნათქვამია ლავროვის უწყების განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები