ეუთო რუსეთს უკრაინასთან საზღვრის ჩაკეტისკენ მოუწოდებს. საგანგებო განცხადება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ილკა კანერვამ გააკეთა. "რუსეთი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი მოგვარების მომხრეა. ვითვალისწინებ რა მოსკოვის სურვილს, მოვუწოდებ მოსკოვს, უკრაინიასთან საზღვარი ჩაკეტოს, რათა აღმოსავლეთ უკრაინაში ნებისმიერი შეიარაღების, სამხედრო ძალისა თუ მოხალისეების შედინება აღიკვეთოს. თანამედროვე შეიარაღება, რომელიც ამბოხებულებს აქვს, არ შეიძლებოდა ციდან ჩამოფრენილიყო,"-განაცხადა კანევრამ.
მასალის გამოყენების პირობები