რუსეთი პერსპექტიულ ბაზრებზე იარაღის იმპორტს მნიშვნელოვნად გაზრდის. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა უცხოეთის ქვეყნებთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომაზე განაცხადა. პერსპექტიულ ბაზრებად კრემლის ლიდერმა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი, აფრიკა, ლათინური ამერიკა და კარიბის აუზის ქვეყნები დაასახელა. მისივე თქმით, რუსეთმა გასულ წელს 15 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გაყიდა და დამატებით 14 მილიარდის ღირებულების კონტრაქტები დადო.
მასალის გამოყენების პირობები