მოსკოვი ვაშინგტონს შპიონაჟის ბრალდებით დაკავებული რუსეთის მოქალაქის გათავისუფლებას სთხოვს. საგანგებო განცხადებით ამერიკულ მხარეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა. ლავროვის უწყება ნიუ იორკში რუსი ჯაშუშის დაკავების ფაქტს პროვოკაციად აცხადებს და რუსულ საპეცსამსახურებთან მისი თანამშრომლობის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. ევგენი ბურიაკოვი ამ დროისათვის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, ჯაშუშობაში ეჭვმიტანილმა რუსეთის კიდევ ორმა მოქალაქემ, იგორ სპორიშევმა და ვიქტორ პოდობნიმ კი აშშ ტერიტორიის დატოვება მოასწრეს.
მასალის გამოყენების პირობები