საბერძნეთის ფინანსთა სამინისტროს კომპიუტერული თამაშების ყოფილი სპეციალისტი უხელმძღვანელებს. ამის შესახე ამერიკული გამოცემა Wall Street Journal იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, იანის ვარუფაკისი კომპანია "ვალვეში" მუშაობდა, რომელიც კომპიუტერული თამაშების შექმნითა და გაყიდვითაა დაკავებული. მანამდე კი ვარუფაკისი თეორეტიკული ეკონომიკით იყო დაკავებული. ის ევროკავშირში საბერძნეთის პოზიციას შეისწავლიდა და გერმანიისა და საბერძნეთის ეკონომიკებს შორის არსებულ დისბალანსზე ღიად საუბრობდა. ფინანსთა მინისტრის პოსტზე ვარუფაკისის კანდიდატურა ხელისუფლებაში ახლადმოსულმა მემარცხენეების ლიდერმა დაასახელა.
მასალის გამოყენების პირობები