რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე სანქციების გაუქმების სანაცვლოდ უკრაინელი მფრინავი ქალის, ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების შესაძლებლობას გამორიცხავს. სერგეი ნარიშკინის მტკიცებით, ცრუ ინფორმაცია სავჩენკოს შესაძლო გათავისუფლების შესახებ უკრაინულმა მხარემ გაავრცელა. მისივე თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე უკრაინულ დელეგაციაში სავჩენკოს შეყვანით კიევი მოსკოვს აშანტაჟებს, რაც არ გამოუვა. უკრაინელი მფრინავი რუსებმა დონბასში გასულ წელს დაატყვევეს და ჟურნალისტების მკვლელობაში დაადანაშაულეს. პატიმრობაში მყოფი სავჩენკო პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
მასალის გამოყენების პირობები