მასობრივი არეულობები კოსოვოში. ოპოზიციის მიერ მოწყობილი მიტინგი პრიშტინაში პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. მასობრივი უწესრიგობების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორის პოლიციელებიც არიან. ოპოზიცია ნაციონალური უმცირესობების საქმეთა მინისტრის გადადგომას და სერბი სასულიერო პირის, ალექსანდრ იაბლანოვიჩის რეპატრიაციას მოითხოვს, რომელსაც ალბანელების ინტერესების შელახვაში ადანაშაულებენ.
მასალის გამოყენების პირობები