ლატვიის პრეზიდენტი 9 მაისს მოსკოვში არ ჩავა. ამის შესახებ ანდრის ბერზინშის პრეს-მდივანმა ლიგა კრაპანემ განაცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტმა რუსული მხარისგან მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 70 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ოფიციალური მიწვევა მიიღო, თუმცა ბერზინში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს სამშობლოში აღნიშნავს. ამის მიზეზად ოფიციალური რიგა აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ასახელებს.
მასალის გამოყენების პირობები