კიევს სამხედრო მდგომარეობის გამოხადება ხელს არ აძლევს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ვაჟმა ალექსეი პოროშენკომ განაცხადა. უმაღლესი რადას დეპუტატის თქმით, საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში დაწყებულ ეკონომიკურ რეფორმებს შეაფერხებს და უკრაინის თავდაცვისუნარიანობას შეამცირებს. უკრაინის ხელისუფლებას ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისკენ ექსპრემიერმა ტიმოშენკომ და "რადიკალური პარტიის" ლიდერმა ოლეგ ლიაშკომ მოუწოდეს. ამ დროისათვის საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი კიევს მხოლოდ დონეცკსა და ლუგანსკში აქვს გამოცხადებული.
მასალის გამოყენების პირობები