ბერლინალეს დირექციამ 65-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის შემადგენლობა დაასახელა. პრესტიჟულ კინოფორუმს, რომელიც სტარტს 5 თებერვალს აიღებს, დარენ არონოფსკი უხელმძღვანელებს. ჟიურის შემადგენლობაში ცნობილი ფრანგი მსახიობი ოდრი ტოტუ და რეჟისორი მეთიუ უაინერიც შევლენ. კონკურსანტთა ნამუშევრებს ასევე კორეელი რეჟისორი პონ ჩძუნ ჰო, გერმანელი მსახიობი დანიელ ბრიული, პერუელი რეჟისორი კლაუდია ლოსა და იტალიელი პროდიუსერი მარტა დე ლაურენტისი შეაფასებენ. ბერლინალეს საერთაშორისო კინოფესტივალი 15 თებერვალს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები