ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი ფირცხალავა სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებას აბსურდულს და კრიმინალს უწოდებს.
,,დღეიდან სახალხო დამცველს სახალხო დამცველს ვერ დავარქმევ. ამ ადამიანმა დღეს გააკეთა განცხადება, რომ თურმე შესაძლებელია სამუდამოდ მისჯილი პატიმრების შეწყალება და აუცილებლად დასაკავებლები არიან პოლიციელები. ეს არ არის სახალხო დამცველი, დღეიდან ის არის კრიმინალების დამცველი", _განაცხადა ჟურნალისტებთან ფირცხალავამ.
ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი ერთ-ერთი მსჯავრდებულის წერილს ასაჯაროვებს, სადაც მითითებულია, რომ პატიმარს შსს ყოფილმა მაღალჩინოსნებმა ია მეტრეველის მოკვლა და ზურაბ ვაზაგაშვილის წინაღმდეგ ჩვენების მიცემა დაავალეს.
,,დღეს წინადადებით მივმართე მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს სადაც ვითხოვ შსს ყოფილი თანამშრომლების მიერ განხორციელებულ სავარაუდო დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიების დაწყებას. სახალხო დამცველს ახსნა-განმარტებით მიმართა ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა სადაც ის აცხადებს, რომ 2008 წლის ივლისში დააკავეს შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მაშინდელმა თანამშრომლებმა გიორგი ხიზანიშვილმა და გიორგი ჭანტურიამ. შემდგომ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ირაკლი ფირცხალავასთან და კახა ლეგაშვილთან Mმიიყვანეს", _განაცხადა ნანუაშვილმა.
მისივე განმარტებით, მსჯავრდებული აცხადებს, რომ ირაკლი ფირცხალავა დაემუქრა ნარკოტიული დანაშულისთვის პასუხისგებაში მიცემით, ხოლო თავისუფლების სანაცვლო გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი უნდა მოეკლა. როგორც ნანუაშვილი განმარტავს, მსჯავრდებულს ასევე უნდა მოეძებნა პირი, რომელიც ზურაბ ვაზაგაშვილის წინაღმდეგ მისცემდა ჩვენებას ამ უკანასკნელის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ.
,,, ირაკლი ფირცხალავა ამ პირს თანამშრომლობის შემთხვევაში გათავისუფლებას და ნარკოტიკულ დანაშაულზე ხელშეუხებლობას დაჰპირდა. Mმსჯავრდებულის განცხადებით, მას არჩევანი არ ჰქონდა და შეთავაზებულ თანამშრომლობას დასთანხმდა. Dდავალების მიხედვით მსჯავრდებულს მკვლელობა უნდა განეხორციელებინა მაღაზიაში ყაჩაღობის სცენარით, რის შემდეგ მას დააკავებდნენ თუმცა ციხეში არაფერი მოაკლდებოდა, მათ შორის, ნარკოტიკები. როგორც მსჯავრდებული აცხადებს, ამ საუბრის შემდგე იგი სამი დღე დადიოდა საბურთალოზე, თითქოს ზურაბ ვაზაგაშვილის შესახებ ინფორმაციის Eშეგროვების მიზნით, შემდგე გარკვეული დროით ერთ-ერთ მეგობარ ქვეყანაში წავიდა. 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების შემდეგ კვლავ ჩამოვიდა თბილისში და დაკონტაქტა გიორგი ხიზანიშვილს. Mმსჯავრდებულის განმარტებით, გიორგი ხიზანიშვილმა მას უთხრა, რომ ზემოხსენებული საქმეები განხილვის დრო არ იყო, ცოტაც მოეთმინა და შემდგე გააგძელებდნენ მუშაობას", _აცხადებს ნანუაშვილმა.
ნანუაშვილი გაცხადებით, მსჯავრდებულის განმარტებით მან მცირე ხნით კვლავ დატოვა საქართველო ხოლო დაბრუნების შემდეგ შსს თანამშრომლებმა დააკავეს და ნარკოტიკული დანაშულის ჩადენისთვის 10 წელი შეეფარდა.
Mმსჯავრდებული ასევე განმარტავს, რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისგან თავს იკავებდა იმ დროს მოქმედი რეჟიმის გამო, ხოლო ახლა შესაბამის რეაგირებას ითხოვს და ჩვენების მისაცემად მზადყოფნას გამოთქვამს.
აღნიშნულიდან გამომდინარე ომბუდსმენი მოუწოდებს მთავარ პროკურორს დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ გარემოებიდან გამომდინარე და მიიღოს ყველა საჭირო ზომა მსჯავრდებულის დასაცავად.