14 აპრილს, ქართული ენის დღეს, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ღონისძიებებით აღნიშნავს. 14:00 საათზე, დედაენის ძეგლთან, გაიმართება ფოტოგამოფენა, რომელსაც ორგანიზატორებმა სიმბოლურად, "შეცდომების გამოფენა" უწოდეს. წარმოდგენილი იქნება ფოტოობიექტივით დაფიქსირებული ის სარეკლამო ფირნიშები თუ აბრები, სადაც უხეშადაა დამახინჯებული ქართული ენა.
"ამით კიდევ ერთხელ გვინდა, მოვუწოდოთ ყველას, რომ ყოველდღიურად დავიცვათ ქართული ენის სიწმინდე",_აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
15:00 საათზე კი საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის წევრები "შერატონ მეტეხი პალასში" Aშეიკრიბებიან, სადაც საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩამოსული მასწავლებლები "ქართული ენისა და ლიტერატურის კლუბს" ოფიციალურად დააფუძნებენ.