დღეს უკრაინის რადა რუსეთისთვის აგრესორის სტატუსის მინიჭებას აპირებს. საკანონმდებლო ორგანო ასევე გეგმავს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიაროს. პეტრე პოროშენკო კი აცხადებს, რომ სეპარატისტების ქმედებებზე უკრაინა სარჩელით ჰააგის ტრიბუნალს მიმართავს. მარიუპოლში კი სარაკეტო იერიშების შედეგად გარდაცვლილები უკვე დაკრძალეს. ქვეყნის აღმოსავლეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სროლის ხმა არ წყდებოდა მთელი ღამის განმავლობაში უკრაინის ქალაქ ლუგანშინაში. უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით მათ მდინარე ბახმუტკასთან ერთ-ერთი ბლოკ საგუშაგოს დაბრუნება შეძლეს.
მასალის გამოყენების პირობები