შეერთებულ შტატებს რუსეთზე ზეწოლის რამდენიმე მექანიზმი რეზერვში აქვს. ამის შესახებ ამერიკის ფინანსთა მინისტრმა ჯეიკობ ლიუმ განაცხადა.
მისივე თქმით, მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები რეალურად მუშაობს და რუსეთის ეკონომიკას დიდ ზარალს აყენებს.
მინისტრის განცხადებით, სანქციები უკრაინის კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარებას ემსახურება, რამაც რუსეთს მინსკის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულება უნდა აიძულოს.