რუსული დელეგაციის წევრებს სტრასბურგში თავს დაესხნენ. ამის შესახებ სააგენტო "იტარ-ტასი" იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ევროსაბჭოს დელეგაციის წევრებს, გენადი ზუგანოვსა და ივან მელნიკოვს რუსულენოვანი ორი ახალგაზრდა უკრაინის მხარდამჭერი შეძახილებით მიეჭრა. კომუნისტების ლიდერსა და მის მოადგილეს თავდამხმელებმა წითელი საღებავიც შეასხეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილი სწრაფად დატოვეს. ინციდენტის შედეგად ზიუგანოვი და მელნიკოვი არ დაშავებულან.
მასალის გამოყენების პირობები