ბერეზოვსკის სიკვდილამდე კოლოსალური ვალები დაუგროვდა. ამის შესახებ ლონდონის უმაღლესი სასამართლო იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლებისგან დევნილ ბიზნესმენს 2013 წელს გადასახადების სახით 46 მილიონი გირვანქა სტერლინგის დავალიანება ჰქონდა, მისი საერთო ვალები კი ჯამში 300 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენდა. ბერეზოვსკის ცხედარი მის საცხოვრებელ სახლში 2013 წლის მარტში იპოვნეს. გამოძიების პირველადი შედეგებით, ბიზნესმენმა თავი მოიკლა.
მასალის გამოყენების პირობები