საბერძნეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ბიბლიაზე დაფიცება არ ისურვა. ალექსის ციპრასმა პრეზიდენტის წინაშე სამოქალაქო ფიცი დადო. ბერძნული ტრადიციით, მთავრობის მეთაური არქიეპისკოპოსის ლოცვის შემდეგ დებდა ფიცს, თუმცა ახლადარჩეულმა პრემიერმა ტრადიციის შესრულება არ ისურვა. ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ციპრასის პოლიტიკურმა გუნდმა ხმათა 36 პროცენტით გაიმარჯვა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის შესაქმნელად კოალიციის შექმნა დასჭირდა. ხელისუფლებაში მოსული ახალი პოლიტიკური ძალა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე უარს ამბობს და კრედიტების სანაცვლოდ ხისტი ეკონომიკური რეფორმების გატარებას არ აპირებს.
მასალის გამოყენების პირობები