რუსეთი უკრაინელ ახალგაზრდებს დეზერტირობაში დაეხმარება. ამ შინაარსის განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა სანკტ-პეტერბურგელ სტუდენტებთან შეხვედრისას გააკეთა. "ბევრი ახალგაზრდა თავს არიდებს მობილიზაციას, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ გამოაცხადა. ისინი რუსეთის ტერიტორიაზე გადმოდიან და ცდილობენ მობილიზაციის პერიოდი აქ გაატარონ. სწორადაც იქცევიან, რადგანაც ხელისუფლება მათ ომში მიერეკება. ჩვენ შევეცდებით, მათი აქ ყოფნა გავახანგრძლივოთ,"-განაცხადა პუტინმა.
მასალის გამოყენების პირობები