ხვალ, 14 აპრილს, 15:00საათზე, საქართველოს პარლამენტის პირველი რესპუბლიკის დარბაზში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის წევრებს 2010 წლის სამოქმედო გეგმის შესრულებისთვის განხორციელებულ ღონისძიებებს გააცნობს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, მინისტრი დეპუტატებს იმ ერთობლივი პროექტებსა და მემორანდუმებს გააცნობს, რომლებიც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა საქართველოს სავაჭრო პალატასთან, კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან, განათლების სამინისტროსთან გააფორმა.
აღნიშნული ღონისძიებები საზღვარგარეთ არსებული ქართული საკვირაო სკოლების დახმარებას, საქართველოს ფარგლებს გარეთ ქართული ბიზნესის პოპულარიზაციას, ასევე უცხოეთში შექმნილი ქართული ფოლკლორული ანსამბლების საჭირო ინვენტარით მომარაგებას ითვალისწინებს.