რუსეთმა დნესტრისპირეთს ფინანსურ დახმარებაზე უარი პირველად უთხრა. ამის შესახებ "ნეზავისიმაია გაზეტა" დღევანდელ ნომერში იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, 100 მილიონი დოლარი დნესტრისპირეთში პენსიებისა და სოციალური დახმარებების გაცემას უნდა მოხმარებოდა, თუმცა მოსკოვმა ბიუჯეტიდან თანხის გაცემაზე უარი თქვა. როგორც რუსული გამოცემა იტყობინება, კრემლი ჩარტერული რეისებით არის უკმაყოფილო, რომლითაც დნესტრისპირეთის პრეზიდენტი ევგენი შევჩუკი დეფაქტო რესპუბლიკაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური ვითარების მიუხედავად მგზავრობს. "კომერსანტის" ინფორმაციით, დნესტრისპირეთს დღეისათვის რუსეთთან 5 მილიარდიანი საგაზო დავალიანება აქვს, ელექტროენერგიას კი დეფაქტო რესპუბლიკა მოლდოვიდან იღებს.
მასალის გამოყენების პირობები