კანადა უკრაინას დამატებით 54 მილიონ დოლარს გამოუყოფს. ამის შესახებ კანადის ვაჭრობის მინისტრმა უკრაინის ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ედ ფასტმა და აივარას აბრამოვიჩუსმა უკრაინის ფინანსური დახმარების საკითხი განიხილეს. კანადის ვაჭრობის მინისტრის განცხადებით, გამოყოფილი თანხა უკრაინაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას მოხმარდება. კერძოდ კი, ინვესტიცია ხორბლისა და რძის წარმოებაში ჩაიდება.
მასალის გამოყენების პირობები